თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 21 ნოემბერს დაგეგმილი ყოველკვირეული „შაბათის მარში“ არ გაიმართება.
ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა.
დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.
