Friday, November 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კაცი გავიდა სახლიდან და მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები დატოვა ყველაზე უსაფრთხო ადგილას, სახლში… ” – რას წერენ ფონიჭალის ტრაგედიაზე

November 20, 2026
“კაცი გავიდა სახლიდან და მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები დატოვა ყველაზე უსაფრთხო ადგილას, სახლში… ” – რას წერენ ფონიჭალის ტრაგედიაზე

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… სამი შვილი სკოლაში წავიდა, ორი კი სახლში დარჩა დედასთან… მერე ალბათ გაიგებდა ყველაფერს ტელეფონით ან

ტელევიზორით… მერე სხვებთან ერთად დაუღამდებოდა სადარბაზოსთან… ბევრჯერ იკითხავდა ამბავს, მაგრამ ამბის მცოდნე ვერ გაუსწორებდა თვალს…

კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… სამსახურში წავიდა, რომ უკეთესი ჰქონოდა ხვალინდელი დღე… ალბათ დაიბარა როდის მოვიდოდა… ალბათ დააბარეს რამე ტკბილი…

კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… და როცა დაბრუნდა… არა იმიტომ, რომ არ უნდოდა… უბრალოდ სახლში ვერ შევიდა… გაცდებოდა ყვითელ ლენტებს… პოლიციელსაც სთხოვდა… მისი ტკივილი ყველას ააცრემლებდა, მაგრამ

ქვა და რკინას ვერ… მისი სახლის კარი რომ ამოქოლა…

კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… დღეს კი… ის დღე

გაუთენდა… არავის რომ არავისთვის უსურვებია დედამიწაზე… ახლა აღარც დღეა და აღარც ღამე… ტკივილმა დრო არ იცის… ტკივილი უკითხავად მოდის…

კაცი რომ გავიდა გუშინ სახლიდან… მოუყვებიან არასწორად დამონტაჟებულ გამათბობელზე, წინდაუხედავ მეზობელზე, გაუმართავ გაზის მილზე…
თვითონაც ბევრ რამეს მოიფიქრებს… ახლა ხომ ცხოვრება უსასრულოდ გრძელი იქნება…

კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… და არ მოხდება ის რაც არასდროს მომხდარა… არ დაბრუნდება დრო… რაც იყო, ერქმევა გუშინ… რაც არ ყოფილა – ხვალ.
კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… და ალბათ ფიქრობს… გასულიყო ყველასთან ერთად… ან სულაც არ გასულიყო…

კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… და მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები დატოვა იქ,

სადაც ყველა ვტოვებთ ხოლმე… ყველაზე დაცულ და უსაფრთხო ადგილას… სახლში… ხომ ვამბობთ კიდეც… ვეუბნებით… ძლიერი ქარია… ან წვიმს… ან თოვს… ან არეულობაა… ან რაღაც ხდება და ახლავე წადი სახლში…

კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… და ახლა სხვა სახლში მოუწევს შვილებს უთქმელ კითხვაზე უთქმელად უპასუხოს… სად არის და… და სად არის დედა…
კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… ქმარი…

კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… მამა…

კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… ბედნიერი…

კაცი გავიდა გუშინ სახლიდან… უკან კი ვერ დაბრუნდა“

შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო 19 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფონიჭალის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად 21 ნოემბერს დაგეგმილი შაბათის მარში არ გაიმართება
  • “კაცი გავიდა სახლიდან და მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები დატოვა ყველაზე უსაფრთხო ადგილას, სახლში… ” – რას წერენ ფონიჭალის ტრაგედიაზე
  • მოსამართლე ნადარაიამ ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებული შეკითხვა სხდომიდან მოხსნა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge