Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში 646 სამართალდარღვევა გამოვლინდა

September 23, 2026
ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში 646 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში 646 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველაზე მეტი – 196 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. 119 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 93 – გურიაში, 69 – შიდა ქართლში, 49 – სამცხე-ჯავახეთში, 39 – აჭარაში, 34 – მცხეთა-მთიანეთში, 21 – ქვემო ქართლში, 18 კი – კახეთში.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 1 თვეში, თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 8 ფაქტია გამოვლენილი.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში, 2026 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 646 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

ყველაზე მეტი – 196 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. 119 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 93 – გურიაში, 69 – შიდა ქართლში, 49 – სამცხე-ჯავახეთში, 39 – აჭარაში, 34 – მცხეთა-მთიანეთში, 21 – ქვემო ქართლში, 18 კი – კახეთში.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 1 თვეში, თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 8 ფაქტია გამოვლენილი.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 546 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 54 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 24 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 22 შემთხვევაში კი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.

ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 525 უკანონო საშუალება – ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.

მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 66 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 63 მწყერი, ასევე თითო-თითო კაკაბი, ოფოფი და ხოხობი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფეიქრიშვილმა ბიზნესმენს $47 000 მოსთხოვა და მოკვლით დაემუქრა ” – რა წერია ბრალის დადგენილებაში
  • “შუქნიშანთან გაჩერების გამო სცემეს” – დავით ფეიქრიშვილს და კიდევ ერთ პირს ბრალი წარედინა
  • 25-27 სექტემბერს თბილისი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge