ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედია ქართლის ამბებისცნობით, დაიღუპა 40 წლამდე მამაკაცი.
გამოცემის ცნობით, ერთმანეთს ჯიპი და მინი სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
