Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მზად ვარ, დაწვრილებით მოგიყვეთ 4 ოქტომბრის ეროვნულ კრებაზე” – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეებს მიმართავს

November 17, 2026
“სამარცხვინო განაცხადება” – ბურჭულაძე სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და საკონტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს.

როგორც ბურჭულაძე წერს,  ის მზად არის ბათუმში ჩავიდეს და დეტალურად ისაუბროს4 ოქტომბრის ეროვნულ კრებაზე, რადგან მოსამართლეებს შეკითხვების ადრესატები არასწორად ჰყავთ შერჩეული და იმ კრების ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები კი არა, საზოგადოება იყო.

რომ არა ქართული ოცნება და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა გარწმუნებთ ამ ეროვნული კრების ჩატარების აუცილებლობა არ იქნებოდა, – წერს ბურჭლაძე.

მინდა მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პატივცემულ მოსამართლეებს:

“ვადევნებ თვალს თქვენს პროცესს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა დიდი მოვლენა იყო ოთხი ოქტომბრის საქართველოს ეროვნული კრება. ამ დღეს ჩვენი ქვეყნის ასობით ათასმა მოქალაქემ კენჭი უყარა ოცნების მთავრობის არალეგიტიმურობას. ერთხმად შეუწყვიტა მათ ლეგიტიმაცია. მინდა მოგახსენოთ, რომ ზუსტად ეს არის მშვიდობიანი დამხობა, რის დანაშაულად გამოცხადებასაც თქვენ ცდილობთ და ეს მშვიდობიანი დამხობა 4-ში დავიწყეთ, ოთხშივე დავამთავრეთ. რასაც მყისიერად მოყვა ოცნების არ აღიარება არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე სამართლიანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოზე მოსარჩელემ და მოპასუხეებმა ადგილები რომ გაცვალონ.

მინდა შეგახსენოთ, შეიძლება დავიწყებული გაქვთ ან გამოგრჩათ თუ რისი უფლება აქვს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეს. ჰკითხეთ ყველაზე ცნობილ კონსტიტუციონალისტს ბატონ ვახტანგ ხმალაძეს, რომელმაც შეჰქმნა ის კონსტიტუცია, რომელსაც თქვენ უნდა იცავდეთ. ბატონი ვახტანგი გვიხსნის და გვინმარტავს: კონსტიტუციით არაკონსტიტუციურია მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ხოლო მთავრობის დამხობა არის კონსტიტუციური. მითუმეტეს მაშინ, როცა მთავრობა ფეხქვეშ ლახავს ყველაზე ფუნდამენტურ უფლებას – ადამიანის უფლებებს.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის ეროვნულ კრებას, მზად ვარ ჩამოვიდე ბათუმში და დაწვრილებით მოგიყვეთ იმ ისტორიული დღის შესახებ. ჩემზე კარგად ამ ინფორმაციას ვერავინ ვერ მოგაწვდით, რადგან ეს იყო არა პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული, არამედ უფლებაშეზღუდული, თავისუფლება წართმეული და ცვლილებების აუცილებლობის მსურველ მოქალაქეთა მიერ პროტესტის დემონსტრირება, რომლის მთავარი ორგანიზატორები ვიყავით ორნი – მე და “ქართული ოცნება”. რომ არა ქართული ოცნება და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა გარწმუნებთ ამ ეროვნული კრების ჩატარების აუცილებლობა არ იქნებოდა. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ თუ 4 ოქტომბერზე კიდევ გექნებათ შეკითხვები, მოგინდებათ ჩემგან სრული ინფორმაციის მიღება, – წერს ბურჭულაძე. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • “მზად ვარ, დაწვრილებით მოგიყვეთ 4 ოქტომბრის ეროვნულ კრებაზე” – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეებს მიმართავს
  • რა კავშირი აქვს ბერა ივანიშვილს გელა გელაძის თანამდებობიდან გადადგომას – ელისაშვილის სკანდალური განცხადება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge