Monday, September 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

22 ათასით ნაკლები დასაქმებული და 36 ლარით გაზრდილი საშუალო ხელფასი – საქსტატი

September 21, 2026
საქართველოში 100 000 ლარზე მეტი ხელფასი 425 დასაქმებულს აქვს

საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა ორი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით 22 ათასით შემცირდა. ამავე პერიოდში საშუალო ხელფასი 36 ლარით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

სახელმწიფო მთვლელის ინფორმაციით, პარალელურად, ქვეყანაში საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა ფიქსირდება, რაც მოსახლეობის რეალურ შემოსავალსა და მსყიდველუნარიანობაზე აისახება.

საქსტატის მონაცემებს ეკონომისტები შრომის ბაზრისა და მოსახლეობის რეალური შემოსავლების კონტექსტში აფასებენ. გიორგი ხიშტოვანი ყურადღებას დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებასა და ხელფასების დინამიკაზე ამახვილებს. მისი შეფასებით, ნომინალური ხელფასის ზრდა ფასების მატებას ვერ უსწრებს, რის გამოც მოქალაქეების რეალური შემოსავალი მნიშვნელოვნად არ იზრდება.

“ქვეყანაში არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხელფასების ზრდა გაუტოლდა თითქმის ინფლაციის მაჩვენებელს ანუ რეალური ხელფასები არ იზრდება და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ყბადღებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ვირტუალური ხასიათი, რადგან ფაქტობრივად, გაუგონარი სიტუაციაა, როცა ხელფასები არ იზრდება რეალურად, სამუშაო ადგილები არ იქმნება და გვიმტკიცებს მთავრობა, რომ ეკონომიკა დუღს და ეკონომიკა რეალურად, იზრდება 8%-ით. ეს კითხვებს ბადებს ამ ზრდასთან დაკავშირებულს და რაღაც ტიპის პასუხებიც უკვე გვაქვს ამზე. ეს ზრდა არის დიდწილად ვირტუალური. დასაქმებული მოსახლეობაც კი თვიდან თვემდე უფრო ღარიბდევა, ვიდრე მდიდრდება” – ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

ეკონომისტი რამაზ გერლიანი კი ყურადღებას საქართველოში თვითდასაქმებულთა მაღალ წილზე ამახვილებს. მისი თქმით, ასეთ პირობებში საშუალო ხელფასის მაჩვენებელი მოსახლეობის შემოსავლების სრულ სურათს ვერ ასახავს. გერლიანი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სარგებელი მოქალაქეთა ფართო ჯგუფებზე თანაბრად არ ნაწილდება, ხოლო ფასების ზრდა შემოსავლების მატების ეფექტს ამცირებს.

“ჩვენთან მაღალია თვითდასაქმების მაჩვენებელი ანუ პრაქტიკულად, 45%-ზე მეტი, ითვლება, რომ თვითკმაყოფაზეა, თვითდასაქმებულია. ლოგიკურია, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო ხელფასის ცნება ზუსტ სურათს ვერ ასახავს ვერცერთ შემთხვევაში, ამიტომაც მოსახლეობა ვერ გრძნობს საშუალო ხელფასის ზრდის ტენდენციას თავის ეკონომიკური მდგომარეობის ზრდაში. ეკონომიკის ზრდის შედეგად მიღებული ფინანსები რიგით მოქალაქეებამდე ფართოდ, მასობრივად, ვერ დადის და ლოგიკურია, რომ ხალხი არის უკმაყოფილო, როდესაც ხედავს, რომ საშუალო ხელფასი, ცხადდება რომ იზრდება, მაგრამ მასთან არაფერი შეცვლილა, პირიქიტ, ფასების ზრდამ შეუჭამა ის ნაზდი თუ ოდნავ მას ჰქონდა”- ამბობს რამაზ გერლიანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი კვერნაძე იტალიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
  • ნანა სანდერის ადვოკატი გამორიცხავს, რომ ბრალდებულმა საპროცესო გარიგება მისი გვერდის ავლით მოითხოვა
  • თელავის ხევში ორი მოზარდი ჩავარდა – ადგილობრივები უსაფრთხო დროებითი გადასასვლელის მოწყობას ითხოვენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge