საქართველოსა და ნაურუს (ნაოერო) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამის დოკუმენტს ხელი მოეწერება ნიუ იორკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე განკარგულება საქართველოს მთავრობამ დღეს გამოსცა.
შეგახსენებთ, ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები 29 ივლისს გააუქმა.
