Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნას უკავშირდება, სასამართლოში მამუკა ბახტაძე იკითხება

September 18, 2026
გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნას უკავშირდება, სასამართლოში მამუკა ბახტაძე იკითხება

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აძლევს ჩვენებას.

არსებული ინფორმაციით, ბახტაძე საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც, ის სასამართლოს დისტანციურად ერთვება. მას ჩვენებაც გამოძიების ეტაპზე მსგავს რეჟიმში აქვს მიცემული.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

პროკურორ თამარ იაკობიძის შუამდგომლობის მიხედვით, სხდომაზე, ყოფილი თანამდებობის პირები უნდა დაიკითხონ, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია კი შესაძლოა, სახელმწიფო საიდუმლოებას ან პროფესიულ საიდუმლოებას შეიცავდეს, რაც სხდომის დახურვის საფუძველია.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, დაკითხულ მოწმეებს ჩვენებები არასაიდუმლო რეჟიმში აქვთ მიცემული და მათ მიერ მიცემული ჩვენებების შინაარსი საჯაროდ არის ცნობილი. რის გამოც, პროცესის დახურვის საფუძველი არ არსებობდა.

სასამართლოში იმჟამინდელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრების დაკითხვაც იგეგმება, რომელთა შორის, არიან ვახტანგ გომელაური და ლევან იზორია.

ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან, ზაქრო ალბუთაშვილთან და ნიკა გვენცაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
  • გუშინ საღამოს რამდენიმე ბაგა-ბაღმა უარი თქვა ქათმის ხორცის მიღებაზე, რადგან მის ვარგისიანობაში ეჭვი შეეპარათ
  • „რეჟიმისგან“ გაქცეული ნატა ფერაძე პირდაპირ „დიქტატურაში“ აღმოჩენილა”- რას ამბობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge