Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, „ლელო“ მოითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ დაიწყოს სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე მუშაობა

September 16, 2026
ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, „ლელო“ მოითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ დაიწყოს სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე მუშაობა

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, „ძლიერი საქართველო – ლელო” მოითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ დაიწყოს სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე მუშაობა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა დაპირება და არ დანერგა სკოლებში უფასო კვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის ბავშვი პრიორიტეტი არ არის.

„საქართველოს სკოლებში ბავშვები ისევ შიმშილობენ! უკვე მერამდენე წელია, „ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა დაპირება და არ დანერგა სკოლებში უფასო კვება. UNICEF-ის და „საქსტატის“ ერთობლივი მონაცემებით, მოსწავლეების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში, რაც მათ ჯანმრთელობაზე და გონებრივ შესაძლებლობებზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომ, „ძლიერი საქართველო – ლელო” მოითხოვს “ქართული ოცნებისგან”, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ბავშვების კვება საქართველოს ბიუჯეტს დაუჯდება მხოლოდ 147 მილიონი. აქვე შეგახსენებთ, როდესაც მილიონები იხარჯება ბიუროკრატიისთვის, თანამდებობის პირების ხელფასების, პრემიებისა თუ დანამატებისთვის, უხარისხო კონცერტებისთვის, “ქართული ოცნება” ვერ იტყვის, რომ თანხები ვერ მოიძებნა. საქმე ფულში არ არის, საქმე პრიორიტეტებშია. ყველამ ვიცით, რომ „ქართული ოცნება” ვერ საზღვრავს პრიორიტეტებს და მათთვის ბავშვი პრიორიტეტი არ არის. საქართველოს სკოლების უდიდეს ნაწილში არ არის ბუფეტები. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, იქ არის არაჯანსაღი საკვები, ძირითადად, ცომეული და ამ არაჯანსაღ საკვებსაც კი ვერ ყიდულობენ ბავშვები, რადგან ძალიან ძვირია. მაგალითისთვის, ერთი ბოთლი პატარა წვენი 3 ლარი ღირს და მშობლების უმეტესობას ნამდვილად არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დღეში 5 ლარზე მეტი გაატანონ ბავშვებს სკოლაში. ისიც ვიცით, რომ საქართველოში არსებობენ ოჯახები, რომლებიც უსახსრობის გამო დილით შვილებს ვერ ასაუზმებენ. 14 წლის განმავლობაში გვესმის მხოლოდ დაპირება „ქართული ოცნებისგან”, თუმცა მათ ვერ შეძლეს დაენერგათ უფასო კვება სკოლებში. შეგახსენებთ წალენჯიხის წარმატებულ მაგალითს, რომელიც ჩვენი გუნდის, “ძლიერი საქართველოს – ლელოს” ინიციატივით განხორციელდა და ეს პროექტი ახლაც მიმდინარეობს, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” ისიც კი ვერ შეეძლო, შეენარჩუნებინა. დღეს მხოლოდ პირველი კლასელებისთვის დატოვა კვება სკოლებში, ესეც იმიტომ, რომ მშობლების დიდი უკმაყოფილება არ გამოეწვია. აქვე, მოგმართავთ მშობლებს, როდესაც ჩვენ შევცვლით ერთად ხელისუფლებას, პირველს, რასაც ბავშვებისთვის გავაკეთებთ, ეს იქნება უფასო კვება სკოლებში“,-განაცხადა თურაზაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეს ბრალდება წარედგინა
  • “მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს – მტკიცებულებები ადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, ოთხივე ეპიზოდთან დაკავშირები” – რას ამბობს კროკურორი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge