Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის მიერ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს

September 16, 2026
გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

კენჭისყრის შედეგად უმრავლესობის 16-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს, მათ შორის უმრავლესობის ლიდერმა – ისინი დღეს აცხადებენ, რომ ეს შედეგები დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზით – მოვუწოდებთ „ოცნებას“ ხელახალი კენჭისყრისკენ! – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით, 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენასთან დაკავშირებით, ფრაქცია „საქართველოსთვის” საკანონმდებლო ინიციატივაზე, „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ 16 დეპუტატის მხარდაჭერის დაფიქსირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელახალი კენჭისყრა ამ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით საჭიროა იმისთვის, რომ თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს საშუალება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად ნახოს, ვინ უჭერს მხარს დარჩეს “რეპრესიული სამართლებრივი ნორმები ძალაში, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.”

“ჩვენ დავაინიცირეთ კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ და თანმდევ სამართლებრივ ნორმებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში, რეპრესიული ნორმების გაუქმებასთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, კენჭისყრის შედეგად უმრავლესობის 16-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს, მათ შორის უმრავლესობის ლიდერმა. ისინი დღეს აცხადებენ, რომ ეს შედეგები დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზით.

თუ ეს ტექნიკური ხარვეზია, მაშინ მოვითხოვთ ხელახლა ჩატარდეს კენჭისყრა, ვინაიდან, როგორც ისინი ასახელებენ მიზეზს – ტექნიკურ ხარვეზს, ესე იგი ეს არ ასახავს დეპუტატების რეალურ ნებას.

მოვითხოვთ მოხდეს ხელახალი კენჭისყრა ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით, რომ თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და კიდევ ერთხელ საზოგადოებამ ნათლად ნახოს, ვინ უჭერს მხარს დარჩეს რეპრესიული სამართლებრივი ნორმები ძალაში, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ „ოცნებას“ ხელახალი კენჭისყრისკენ”, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, ფრაქცია “საქართველოსთვის” საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

კენჭისყრის შედეგები ფრაქცია “საქართველომ” გამოაქვეყნა. იმ 28 დეპუტატს შორის, რომელთაც საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ შემდეგი წევრები არიან: – ირაკლი კირცხალია, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, ვახტანგ თურნავა, სამველ მანუკიანი, გურამ მაჭარაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ეკა სეფაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, თეა წულუკიანი, გივი ჭიჭინაძე და გიორგი ჭყონია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხუდადოვის ქუჩაზე, 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა
  • ფრიდრიხ მერცმა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
  • “„ქართული ოცნების“ ნაბიჯების პროგნოზირება და რაიმე ლოგიკასთან დაკავშირება შეუძლებელია” – გიგა ფარულავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge