Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა – „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა

September 14, 2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა – „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა

მსოფლიოში ახალი ენერგიის ავტომობილების ლიდერი BYD საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა. ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორი „ჯითი გრუპია“ – საავტომობილო ინდუსტრიაში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ჰოლდინგი, რომელიც საქართველოს ბაზარზე ისეთ პრემიუმ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიცაა BMW, Land Rover და Jaguar.

თბილისში პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნა ბრენდის შემოსვლის საწყისი ეტაპია, რომელიც ქართველ მომხმარებელს BYD-ის მოწინავე ტექნოლოგიებთან და „ჯითი გრუპის“ მრავალწლიან გამოცდილებასთან აკავშირებს. ოფიციალური წარმომადგენლობა მომხმარებელს უკვე სთავაზობს:

· ოფიციალურ საგარანტიო პირობებსა და პროგრამულ განახლებებს;
· ავტორიზებულ სერვისს სერტიფიცირებული ტექნიკოსებისგან;
· ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და გაყიდვის შემდგომ სრულ მხარდაჭერას.
BYD-ის ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა უსაფრთხო Blade Battery და DM-i სუპერ ჰიბრიდული სისტემა, საქართველოში ეკომეგობრული მობილობის ახალ ეტაპს უყრის საფუძველს. „ჯითი გრუპის“ სტრატეგიული ხედვა ბრენდის ინფრასტრუქტურის თანმიმდევრულ განვითარებას ითვალისწინებს: 2027 წელს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის #218-ში, BYD-ის სრულიად ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ფლაგმანური შოურუმი და მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება და გაიხსნება. პარალელურად, რეგიონული გაფართოების ფარგლებში, იგეგმება ოფიციალური შოურუმისა და სერვისცენტრის დამატება ბათუმშიც.

ამასთანავე, მომხმარებელთათვის ნებისმიერ მანძილზე კომფორტული და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, აქტიურად მიმდინარეობს BYD-ის ულტრასწრაფი დამტენების ქსელის განვითარების პროექტზე მუშაობა. პროექტის ფარგლებში, თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ასევე კახეთსა და სხვა რეგიონებში დამონტაჟდება უახლესი თაობის დამტენები, რომლებსაც ავტომობილის სრულად დამუხტვა საშუალოდ სულ რაღაც 9 წუთში შეუძლია.

ოფიციალური გახსნის ღონისძიებას BYD-ის მაღალი რგოლის მენეჯმენტი, ქართული ფინანსური ინსტიტუტების, მედიისა და საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. საღამოს მუსიკალური კონცეფცია სპეციალურად ამ მოვლენისთვის შექმნილი კომპოზიციით არტისტმა ანუშკა ჩხეიძემ გააფორმა.

პირველ ეტაპზე შოურუმში წარმოდგენილია საქართველოს ბაზრისთვის ბრენდის მიერ ოფიციალურად ავტორიზებული სამოდელო რიგი, რომლებზეც ვრცელდება მწარმოებლის ოფიციალური გარანტია. სამოდელო პორტფელი მუდმივად განახლებადია და ეტაპობრივად ბრენდის უახლესი გლობალური მოდელებით შეივსება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ოპოზიციაში მძიმე მდგომარეობაა”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა – „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
  • “ჯუანშერ ბურჭულაძეს განესაზღვრა ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის” – რას ამბობს პროკურორი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge