Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

November 9, 2026
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე საქართველოს სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სამმა მოქალაქემ ჯგუფურად შეიძინა და გასაღების მიზნით ინახავდა დიდი ოდენობით – 20 000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ყალბ კუპიურებს, რომლებიც მიმდინარე წლის 4 ნოემბერს 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 20 000 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს
  • ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge