ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს.
აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით (სგპ ,,ყაზბეგი“ 1 649 587 ლარი და სგპ ,,სარფი“ 316 904 ლარი) ჯამში 1 966 491 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯარიმა – 195 633 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
