Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირებულია

September 8, 2026
ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირებულია

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, ხუთ კომპანიაში 15 შემოწმება განხორციელდა. შემოწმებების მიზანი საწარმოებში ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

ამასთან, 44 კომპანიაში 213 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა. აღნიშნული კონტროლის მიზანი სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების შესაბამისი ლოტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა იყო. აღებული 557 ნიმუშიდან შეუსაბამობა ოთხი კომპანიის ცხრა ნიმუშში გამოვლინდა.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების – Bureau Veritas და SGS-ს მიერ, 66 კომპანიის პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა. აღებული 273 ნიმუშიდან შეუსაბამობა რვა კომპანიის 12 ნიმუშში გამოვლინდა.

იანვარ-აგვისტოში განხორციელებული კონტროლის შედეგად, ათი კომპანიის 19 ნიმუშთან დაკავშირებით 17 ჯარიმა გამოიწერა. დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობამ 25 000 ლარი შეადგინა.

ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს. გასულ წლებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გვარამიამ „თავის გამართლების სტატუსი“ დაწერა გილაურსა და 40 მილიონზე…” – ანა წითლაძე ნიკა გვარამიას ეხმაურება
  • “ვისაც შენი სამშობლოს 20% აქვს ოკუპირებული, ჩემთვის ის ადამიანი არის გარეწარი…” – თენგიზ შარმანაშვილი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეზე
  • პაციენტმა, რომელიც COVID პანდემიის დროს ფსიქიატრიულში იძულებით გადაიყვანეს, სახელმწიფოს დავა მოუგო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge