Monday, September 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ღარიბაშვილი აუცილებლად მალე დადუმდება, წაართმევენ ქონებას, კიდევ მეტად დააკაჩავებენ ოჯახის წევრებს და ხმასაც ჩაიგდებს…” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

September 7, 2026
რას პასუხობენ მიხეილ სააკაშვილს პარტია “ახალში”

ღარიბაშვილი აუცილებლად მალე დადუმდება, წაართმევენ ქონებას, კიდევ მეტად დააკაჩავებენ ოჯახის წევრებს და ხმასაც ჩაიგდებს – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“კარმა ოხერი რამაა. როცა მე ტყვედ ჩავვარდი, იმ დროს ჯერ კიდევ არსებობდა ციხეში დაცვის შედარებით დამოუკიდებელი ინსტიტუტები ინსპექტორის სამსახურის სახით, რომელსაც ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა და დამოუკიდებელი სამედიცინო კონსილიუმის სახით, რომელსაც სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კრებდა.
როდესაც რუსთავიდან გლდანში გადამიყვანეს, ჩემთვის სახელდახელოდ 5 დღეში აშენებულ „საავადმყოფოში“ და გადაყვანისას და შემდეგ დღეებში მირტყეს, კრიმინალთა მწკრივში გამატარეს. საკანში მუდმივ ტერორს მიწყობდნენ, თოლორაიას სამსახური ჩაერია, გამოაგზავნა კომპეტენტური გამომძიებლები, რომელთაც ჩემი სხეულის დაზიანებები დაადოკუმენტირეს, შემოხეული ტანსაცმელი ამოიღეს, ჩვენებები ჩაწერს და ამით შექმნეს უტყუარი მტკიცებულებები წამების და არაადამიანური მოპყრობის.
ამ ამბიდან ერთ კვირაში, ღარიბაშვილის ბრძანებით შეიცვალა კანონი, თოლორაიას სამსახური გააუქმეს, მტკიცებულებები გააქრეს. გაუქმებიდან სულ ცოტა ხანში მომწამლეს და ამის გამომძიებელი არავინ იყო. სამაგიეროდ ნინო ლომჯარიამ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და შექმნა დამოუკიდებელი კონსილიუმი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად. შეიყვანა მასში თვალსაჩინო, წესიერი ქართველი ექიმები. კონსილიუმმა ატეხა განგაში, აწარმოვა საჯარო კამპანია და მათი ზეწოლის ქვეშ, ციხიდან კლინიკაში გადამიყვანეს.
ციხეში ევროკავშირის მოთხოვნით შემოუშვეს პოლონელი ექიმები და გასვლისას მათ წაართვეს ჩემი ფრჩხილის და თმის ნიმუშები. სწორედ ღარიბაშვილის ბრძანებით რათა სიმართლე მოწამვლაზე არ გაეტანათ. მალე ნინო ლომჯარიას ვადა გაუვიდა და ღარიბაშვილის ინიციატივით მის ნაცვლად დანიშნეს ლევან იოსელიანი, რომელმაც სამედიცინო კონსილიუმი სულ სხვა კადრებით დააკომპლექტა.
ასე, რომ ღარიბაშვილს ცუდად რომ მოექცევიან, სწორედ მისი ქმედებების წყალობით ამის გამომძიებელი არავინ იქნება. რომ მოწამლონ, რისიც მას ისტერიულად ეშინია, ამის დამდასტურებელიც აღარავინ იქნება. ის კი არა, სწორედ ღარიბაშვილმა გააუქმა ჩემს გამო ციხეში ქართველი და უცხოელი პარლამენტარების შემოსვლა და შესაბამისად მასთანაც მათ არავინ გაუშვებს და როცა აშკარად ცუდად იქნება, მისი ყოფილი კოლეგები, მას სიმულაციაში დაადანაშაულებენ.
ამას სრული სურათისთვის დაუმატეთ, რომ სწორედ ჩემს გამო აკრძალა ღარიბაშვილმა ციხეში საკვები ამანათების შემოტანა (ახლა მხოლოდ თვეში 2-ჯერ არის შესაძლებელი) და შესაბამისად მასაც უხდება ციხის უსაზიზღრესი საკვებით დაკმაყოფილება.
ღარიბაშვილი ისევეა თავისი შექმნილი სისტემის მსხვერპლი, როგორც იაგოდა, ეჟოვი და ბერია გახდნენ მათი აშენებული რეპრესიული მანქანის მსხვერპლები.
და კიდევ, ღარიბაშვილი აუცილებლად მალე დადუმდება, წაართმევენ ქონებას, კიდევ მეტად დააკაჩავებენ ოჯახის წევრებს და ხმასაც ჩაიგდებს. ყველა ქოცი ლაჩარია, მაგრამ დიდი ზიანი დიქტატურას მან უკვე მიაყენა.კარმა ოხერი რამაა
როცა მე ტყვედ ჩავვარდი, იმ დროს ჯერ კიდევ არსებობდა ციხეში დაცვის შედარებით დამოუკიდებელი ინსტიტუტები ინსპექტორის სამსახურის სახით, რომელსაც ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა და დამოუკიდებელი სამედიცინო კონსილიუმის სახით, რომელსაც სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კრებდა.
როდესაც რუსთავიდან გლდანში გადამიყვანეს, ჩემთვის სახელდახელოდ 5 დღეში აშენებულ „საავადმყოფოში“ და გადაყვანისას და შემდეგ დღეებში მირტყეს, კრიმინალთა მწკრივში გამატარეს. საკანში მუდმივ ტერორს მიწყობდნენ, თოლორაიას სამსახური ჩაერია, გამოაგზავნა კომპეტენტური გამომძიებლები, რომელთაც ჩემი სხეულის დაზიანებები დაადოკუმენტირეს, შემოხეული ტანსაცმელი ამოიღეს, ჩვენებები ჩაწერს და ამით შექმნეს უტყუარი მტკიცებულებები წამების და არაადამიანური მოპყრობის.
ამ ამბიდან ერთ კვირაში, ღარიბაშვილის ბრძანებით შეიცვალა კანონი, თოლორაიას სამსახური გააუქმეს, მტკიცებულებები გააქრეს. გაუქმებიდან სულ ცოტა ხანში მომწამლეს და ამის გამომძიებელი არავინ იყო. სამაგიეროდ ნინო ლომჯარიამ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და შექმნა დამოუკიდებელი კონსილიუმი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად. შეიყვანა მასში თვალსაჩინო, წესიერი ქართველი ექიმები. კონსილიუმმა ატეხა განგაში, აწარმოვა საჯარო კამპანია და მათი ზეწოლის ქვეშ, ციხიდან კლინიკაში გადამიყვანეს.
ციხეში ევროკავშირის მოთხოვნით შემოუშვეს პოლონელი ექიმები და გასვლისას მათ წაართვეს ჩემი ფრჩხილის და თმის ნიმუშები. სწორედ ღარიბაშვილის ბრძანებით რათა სიმართლე მოწამვლაზე არ გაეტანათ. მალე ნინო ლომჯარიას ვადა გაუვიდა და ღარიბაშვილის ინიციატივით მის ნაცვლად დანიშნეს ლევან იოსელიანი, რომელმაც სამედიცინო კონსილიუმი სულ სხვა კადრებით დააკომპლექტა.
ასე, რომ ღარიბაშვილს ცუდად რომ მოექცევიან, სწორედ მისი ქმედებების წყალობით ამის გამომძიებელი არავინ იქნება. რომ მოწამლონ, რისიც მას ისტერიულად ეშინია, ამის დამდასტურებელიც აღარავინ იქნება. ის კი არა, სწორედ ღარიბაშვილმა გააუქმა ჩემს გამო ციხეში ქართველი და უცხოელი პარლამენტარების შემოსვლა და შესაბამისად მასთანაც მათ არავინ გაუშვებს და როცა აშკარად ცუდად იქნება, მისი ყოფილი კოლეგები, მას სიმულაციაში დაადანაშაულებენ.
ამას სრული სურათისთვის დაუმატეთ, რომ სწორედ ჩემს გამო აკრძალა ღარიბაშვილმა ციხეში საკვები ამანათების შემოტანა (ახლა მხოლოდ თვეში 2-ჯერ არის შესაძლებელი) და შესაბამისად მასაც უხდება ციხის უსაზიზღრესი საკვებით დაკმაყოფილება.
ღარიბაშვილი ისევეა თავისი შექმნილი სისტემის მსხვერპლი, როგორც იაგოდა, ეჟოვი და ბერია გახდნენ მათი აშენებული რეპრესიული მანქანის მსხვერპლები. და კიდევ, ღარიბაშვილი აუცილებლად მალე დადუმდება, წაართმევენ ქონებას, კიდევ მეტად დააკაჩავებენ ოჯახის წევრებს და ხმასაც ჩაიგდებს. ყველა ქოცი ლაჩარია, მაგრამ დიდი ზიანი დიქტატურას მან უკვე მიაყენა.“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
  • ცხრა ძმის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად ხე მოტყდა
  • ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილს, ლიანა პატარკაციშვილს, ბიზნესის 34%-იან წილს ედავებიან – რატომ ცდილობს უკრაინის ხელისუფლება წყლის კომპანიის ჩამორთმევას?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge