“ტვ პირველის” ინფორმაციით, გელა გელაძე გაზის და ნავთობის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ინიშნება. მანამდე TV პირველისთვის ცნიბილი გახდა, რომ გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა.
რამდენიმე კვირის წინ “შაბათის ეთერმა” გაავრცელა ცნობა, რომ გეკა გელაძე მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა, სამინისტროში არ ყოფილა.
მაშინ “ტვ პირველმა” გაარკვია, რომ პოსტზე დანიშვნის შემდეგ გელაძემ შვებულება ითხოვა და უკან ჯერ არ დაბრუნებულა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გელაძე ბოლო რამდენიმე კვირაა პირადი მცველების გარეშე გადადგილდება. არადა როგოც წესი, სუს-ის ყოფილ უფროსებს მინიმუმ ერთი წელი სახელმწიფო დაცვა ემსახურება.
14 სექტემბერს, ირაკლი კობახიძის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებდა.
ის სუს-ში გადასვლამდე შს მინისტრის პოსტს იკავებდა.
