სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უცნობია, რამ გამოიწვია ძლიერი ხანძარი და რა ფართობია დამწვარი.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხიდის ტერიტორიაზე განთავსებულ ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
იხილეთ ვიდეო…
