Friday, September 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი…” – რას ამბობს ზაზა შათირიშვილი

September 4, 2026
“დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი…” – რას ამბობს ზაზა შათირიშვილი

ანგაჟირებულ ქართველ ე.წ. ექსპერტებს თუ ე.წ. დარგის სპეციალისტებს, როგორც წესი, ჩვევად აქვთ ფსევდოანალიტიკური, თან მიკერძოებული ნააზრევის სოციალურ ქსელში გამოფენა, რითაც, ერთი მხრივ, საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებას, მეორე მხრივ კი, მცირერიცხოვანი „ბაბლის“ წარმოდგენებით მანიპულირებას ცდილობენ, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსლეში წერს.

მისი თქმით, ამ საქმეში კი ერთ-ერთი გამორჩეული რომან გოცირიძეა, რომელიც ამჯერად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვილის 51,5 მილიონ დოლარად გაყიდვას გამოეხმაურა და, რა თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტი ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა.

„ინტელექტუალური თვალსაზრისით სრულიად არაღირებული ტექსტის ანალიზით, ბუნებრივია, თავს არ შეგაწყენთ, თუმცა ყურადღებას ერთ დეტალზე გავამახვილებ. – გოცირიძის განცხადებით, ბაჩიაშვილის მიერ კუთვნილი ქონების გაყიდვა და ფინანსების საკუთარ ანგარიშებზე განთავსება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან საფრთხეს არ მოელის, თუმცა, ამის გარანტიას რა აძლევს, უცნობია. მეორე მხრივ, ასევე უცნობია, რა აძლევს ბიძინა ივანიშვილს გარანტიას, რომ ბაჩიაშვილი უცხოეთში არ ალაპარაკდება და მისი „დანაშაულების“ შესახებ არ ისაუბრებს.

აღნიშნული პროპაგანდისტული გზავნილის მტკიცებით გოცირიძე ცდილობს, მისი მცირეოდენი მკითხველებისთვის ფაქტად წარმოაჩინოს, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ უკანონოდ იქცეოდა, ასევე ცდილობს გააჩინოს ეჭვი, რატომ შეიძლება ამ ორ ადამიანს ერთმანეთისგან გარკვეული გარანტიები გააჩნდეთ, თუმცა, ამავდროულად, მისივე გამოგონილი გარანტიების სიმყარეზე თავადვე სვამს კითხვებს. კიდევ უფრო ნიშანდობლივია, რომ ამ განცხადებაში გამოსჭვივის უიმედობაში გადაზრდილი მოლოდინი, რომ ერთ დღეს ვინმე, ვისაც ბიძინა ივანიშვილთან სხვადასხვა დროს ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ახლო საქმიანი ურთიერთობა გააჩნდა, ოდესღაც ალაპარაკდება და მის „შავბნელ“ საქმეებზე მოგვიყვება. ასეთი მიდგომა არამხოლოდ გოცირიძისთვის, არამედ მთელი რადიკალური ოპოზიციისთვის არის დამახასიათებელი, რადგან მსგავსი შინაარსის განცხადებები არაერთ ისეთ პერსონასთან დაკავშირებით მოგვისმენია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობდა, დღეს კი მასთან ან დაპირისპირებაში იმყოფება, ან კავშირი აღარ აქვს.

ბაჩიაშვილის მხრიდან „ალაპარაკების“ სურვილი და მოლოდინი რომ ფუჭია, ისიც ამტკიცებს, რომ ის თავის დროზე ღიად აკეთებდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განცხადებებს, შემდეგ საკუთარი დანაშაულის გადასაფარად პოლიტიკური ნიშნით დევნის სარჩულის შექმნას შეეცადა, ღიად ჩაერთო პროტესტში და გვიმტკიცებდა, რომ უკრაინის მხარდაჭერისა და ოპოზიციური ფლანგზე აქტიურობისთვის ისჯებოდა, შემდეგ კი ქვეყნიდანაც გაიქცა. მას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ თუკი რაიმე ინფორმაციას ფლობდა, ან ფაქტი გააჩნდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ღიად და არგუმენტირებულად ესაუბრა, თუმცა, მყვირალა, უშინაარსო და მოკლევადიან პროპაგანდაზე გათვლილი განცხადებების გარდა მისგან არაფერი მოგვისმენია.

გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს. თავდაპირველად, „ქართული ოცნების“ კოალიციის დაშლის შემდეგ, ხან „თავისუფალი დემოკრატებისგან“ და ალასანიასგან, ხან „რესპუბლიკელებისა“ და უსუფაშვილისგან თუ ბერძენიშვილებისგან მოელოდნენ საუბარს, გვესმოდა ხუხაშვილის გვარიც, ახლახან ოპოზიციური პარტია შექმნა ვიქტორ ყიფიანმაც, რომელიც წლების მანძილზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო და მისი საქმიანობის შესახებაც კარგად არის ინფორმირებული. მთელი ამ დროის განმავლობაში შეიცვალა 5 პრემიერი და რადიკალების მოლოდინებიც მძაფრდებოდა, თუმცა, ვერც კვირიკაშვილმა და ბახტაძემ, ვერც ქვეყნიდან გაქცეულმა გახარიამ და ვერც ამჟამად ციხეში მყოფმა ღარიბაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებით 20 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა და ახლო პირადი ურთიერთობაც ჰქონდა, არათუ ერთი ფაქტი, არამედ არგუმენტი და ლოგიკური ეჭვიც კი ვერ წარმოადგინეს, რომელიც მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ რაიმე შეკითხვებს გააჩენდა.

ამას კი ერთადერთი მიზეზი აქვს და რომან გოცირიძის კითხვაზე, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ ბაჩიაშვილი არ ალაპარაკდება, ეს არის პასუხი. ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, შესაბამისად, მისთვის მთავარი გარანტიაც სწორედ სუფთა წარსულია. ბატონმა რომანმა და მთელმა აგენტურულმა ოპოზიციამ კი უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები იმის გარდა ვერაფერს იტყვიან, რომ ყველას სთხოვს პასუხს, ვინც საკუთარ ქვეყანას და ხალხს გულწრფელად არ ემსახურება. ერთადერთი, რაზეც მათ შეიძლება ისაუბრონ ის არის, რომ ბატონი ბიძინა ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს, ხოლო კორუფციაში ჩართულობას, ტყუილს და პირადი გამორჩენის მიზნით სხვისი ინტერესების მსახურებას ან საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლას არავის პატიობს.

კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც ჩვენს რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის არარსებულ დანაშაულებზე საუბრის არაჯანსაღ სურვილთან ერთად, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა. ისინი გამუდმებით მოელიან და საკუთარ მხარდამჭერებსაც არწმუნებენ, რომ ერთხელაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო აქტორები სანქციებს აამოქმედებენ, მეორე დღეს კი მათსავე გონებაში წარმოქმნილ სასურველ რეალობაში გაიღვიძებენ – „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება, პარტიის საპატიო თავმჯდომარე და გუნდის ლიდერები ქვეყნიდან გაიქცევიან, თავად კი კვლავ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ჩვენი ქვეყნის სადავეები კვლავაც იმ ძალებს დაუქვემდებარონ, რომლებსაც უცხოეთში იმედით შეჰყურებენ. თუმცა, ეს ადამიანები ამ შემთხვევაშიც მცდარ ლოგიკურ ჯაჭვს აყალიბებენ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა და მთელმა საქართველომ იცის, რომ მის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ უსამართლო სანქციები ისედაც მოქმედებს და ქონებაზე, რომელიც უცხოეთში აქვს, დღესდღეობით ხელი არ მიუწვდება. ერთი შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ დრომდე დაყადაღებული აქვს ის თანხა, რომელიც მრავალწლიანი დავის შემდეგ, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებით, მას ეკუთვნის. ხოლო, მეორე შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ აბსურდს ვაწყდებით, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ „ჰეჯ – ფონდები“, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ფული ინვესტიციების განსახორციელებლად მიანდო, უკვე სამი წელიწადია საკუთარ ფინანსებთან წვდომას სრულიად უარგუმენტოდ უზღუდავენ.

სწორედ ამიტომ, დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ მათ მიერვე გამოგონილი მიკროსამყაროდან გამოაღწიოს, გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი და მისი წარსული, პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ზურგს უმაგრებს. მეორე მხრივ, უნდა შეეშვან ღია კარის მტვრევას, თავი უნდა დააღწიონ გარე ძალების იმედად ყოფნას და გაიაზრონ, რომ სანქციები, რომელსაც მოელიან, უკვე მოქმედებს, ამის მიღმა კი რესურსი მათ პატრონებსაც აღარ გააჩნიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ ერთ წრეზე სიარულის გაგრძელება მოუწევთ, რაც უსაფუძვლო წარმოდგენების, შემდეგ მოლოდინის შექმნასა და სასურველის რეალობად გასაღებას, ბოლოს კი იმედგაცრუებას გულისხმობს“, – წერს ზაზა შათირიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი…” – რას ამბობს ზაზა შათირიშვილი
  • თელავში, პიტბულმა პატრონი დაგლიჯა – ქალს ოპერაცია დასჭირდა
  • “იმის დაჯერება მიჭირს, რომ ღარიბაშვილს ფაქტი არ ჰქონდა და ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა…”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge