ნოემბერში საქართველოში შემოდგომა თანდათან ზამთარს დაუთმობს ადგილს. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კლება, ცივი დილები და ღამეები, ნალექი, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლიც.
კლიმატური მონაცემების მიხედვით, ნოემბერში თბილისში დღისით ტემპერატურა, საშუალოდ, 12-13 გრადუსის ფარგლებშია, ღამით კი დაახლოებით 5 გრადუსამდე იკლებს.
თვის მეორე ნახევარში შესაძლოა უფრო ცივი ამინდებიც დაფიქსირდეს.
დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ნალექიანი ამინდი უფრო ხშირია. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი ამინდი, ცალკეულ დღეებში წვიმით.
მაღალმთიან რეგიონებში ნოემბერი ზამთრის ამინდის დამკვიდრების პერიოდია ტემპერატურის კლებასთან ერთად, მოსალოდნელია თოვლი და ღამით ყინვა.
