თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, დღეს იყო სასამართლო პროცესი. ჩემი სიყვარულში გაზრდილი ანგელოზი შვილი მომიკლა „ჭაობში“ გაზრდილმა მკვლელმა. პროცესები მიმდინარეობს. საქმიდან გამომდინარე, მკვლელს, როგორც არასრულწლოვანს, უნდა ესწრებოდეს ოჯახის წევრი, მაგრამ მისი მხრიდან არ არის წარმომადგენელი. ეს ხდება იმიტომ რომ უფრთხილდებიან თავიანთ რეპუტაციას. არადა თამაშობენ ორმაგ თამაშს, თავიანთ საამაყო მკვლელს აუყვანეს ადვოკატი და არ აკადრეს სახაზინო ადვოკატი. რაც არ უნდა მოიმოქმედოთ პაატაშვილებო, სიხუაშვილებო და ბერუაშვილებო, თქვენ ჩემი დათოს ცოდვა მოგეკითხებათ ყოველთვის“, – წერს ეკა მხატვრიშვილი.
