Friday, September 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“იმის დაჯერება მიჭირს, რომ ღარიბაშვილს ფაქტი არ ჰქონდა და ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა…”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე

September 4, 2026
“იმის დაჯერება მიჭირს, რომ ღარიბაშვილს ფაქტი არ ჰქონდა და ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა…”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე

სიმართლე გითხრათ, იმის დაჯერება მიჭირს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი ფაქტი არ ჰქონდა და ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე რამდენიმე პირის გამოკითხვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ტყავისა და ბედის გადარჩენაზე ფიქრობს.

„მმართველი გუნდის განცხადებით, თუ ბინძური პოლიტიკური მცდელობები იყო, ამ საკითხს თავად რატომ იყენებენ? – სიმართლე გითხრათ, იმის დაჯერება მიჭირს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი ფაქტი არ ჰქონდა და ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. თუ ეს ასე იყო, კომენტარიც ზედმეტია. ამის დაჯერება მიჭირს, მაგრამ ჯერ რაც იკვეთება, ასეა, რადგან თუ ინფორმაცია არ გაქვს, არ შეგიძლია, გამოძიებასთან ითანამშრომლო, მაშინ ასეთ მნიშვნელოვან ბრალდებას რატომ ახმოვანებ? – ამ კითხვებზე პასუხები ღარიბაშვილს აქვს გასაცემი. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი საკუთარი ტყავისა და ბედის გადარჩენაზე ფიქრობს. ეს რამდენად სწორად გამოსდის და უშვებს შეცდომებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია და გამოჩნდება. სამწუხაროდ, “ოცნება” ამ ყველაფრით კარგად სარგებლობს. დღეს უამრავი გამოწვევაა ოკუპაციით დაწყებული თუ ეკონომიკით და პირველი კითხვა ამ თემაზეა”, – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

გუშინ, 3 სექტემბერს, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

მათი ნაწილი გუშინ, საგამოძიებო ორგანოში უკვე გამოიკითხა. დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გამოიკითხებიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი…” – რას ამბობს ზაზა შათირიშვილი
  • თელავში, პიტბულმა პატრონი დაგლიჯა – ქალს ოპერაცია დასჭირდა
  • “იმის დაჯერება მიჭირს, რომ ღარიბაშვილს ფაქტი არ ჰქონდა და ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა…”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge