Friday, September 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესზე მისი პირადი დაცვის წევრები იკითხებიან

September 4, 2026
გრიგოლ ლილუაშვილის პროცესზე მისი პირადი დაცვის წევრები იკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე იკითხებიან გრიგოლ ლილუაშვილის პირადი დაცვის წევრები.

როგორც ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის წევრები ისაუბრებენ იმაზე, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე არასდროს ყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში, “მით უმეტეს 15-კილოიანი ხელბარგით”.

“სასამართლოს დღევანდელ პროცესზე გრიგოლ ლილუაშვილის პირადი დაცვის წევრები დაიკითხებიან, რომლებიც დაადასტურებენ იმ რეალობას, რაც იყო. მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი დაადასტურებენ იმას, რომ რომეო მიქაუტაძე არასდროს ყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის პირად კაბინეტში, მით უმეტეს 15 კილოიანი ხელბარგი”,- აცხადებს ლანა ცერცვაძე.

გარდა ამისა, მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელ პროცესზე დაიკითხება ლილუაშვილის მეუღლეც.

„მისი დაკითხვის მიზანია ის, რომ სასამართლოსთვის იყოს თვალნათელი, რომ უძრავი ქონება არ არის შეძენილი რაიმე ისეთი ფულადი თანხებით, რაც შესაძლოა ჰქონდეს ფიქრად და ვარაუდად ბრალდების მხარეს”,- აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებენ
  • “საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ ქართველებისა და აფხაზების შერიგება შეუძლებელია, ჩვენ ამ განაჩენს არ მივიღებთ…” – რას ამბობს ირაკლი კირცხალია
  • გრიგოლ ლილუაშვილის პროცესზე მისი პირადი დაცვის წევრები იკითხებიან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge