იდენტიფიცირებულია ყველა ის პირი, ვინც თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა.
არსებული ინფორმაციით, მაშინ როდესაც, ელიზბარაშვილი ოჯახთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, კონფლიქტი მოუვიდა ტელეკომპანი “იმედის“ თანამშრომლებთან, რომლებთან ერთადაც იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.
ერთ-ერთი პირველი, ვინც საგამოძიებო უწყებას ამ კონრკეტულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმართა – შაკო კუჭაშვილია. სწორედ ის მონაწილეობდა კონფლიქტში და შემდეგ კი, როდესაც ბიზნესმენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ჩვენებაც მისცა.
როგორც კუჭაშვილი ამბობს, მას ელიზბარაშვილს პირდაპირ ხელი არ დაუდია, თუმცა, ადასტურებს, რომ იმყოფებოდა საგამოძიებო უწყებაში და ყველა იმ კითხვაზე გასცა პასუხი, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით გამომძიებელბს ჰქონდათ.
თქვენ როგორც ინტერპრეტირებთ, მასე არ ყოფილა. თქვენ ინტერპრეტირებთ, რომ ჩვენ ვუჩივლეთ თამაზ ელიზბარაშვილს, ჩვენ არავისთვის გვიჩივლია, უბრალოდ დაწყებულ გამოძიებაზე ვითანამშრომლეთ, – განაცხადა კუჭაშვილმა.
ჟურნალისტი კითხვაზე, მან დარეკა თუ არა პოლიციაში, კუჭაშვილი პასუხობს, რომ „კომენტარს არ გავაკეთებ“.
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი სისხლის სამართლის მუხლით წარუდგინა – საქმე რესტორანში მომხდარს უკავშირდება.
უწყების ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ელიზბარაშვილი სახლში წავიდა, უკან შეიაარღებული დაბრუნდა და რესტორანში შეჭრას ცდილობდა.
მათივე ცნობით, დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე, თუმცა, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ინცინდენტში მონაწილე პირები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია.
