რუსეთში საქართველოს გავლით კანადაში მოპარული ავტომობილები შედის – The New York Times
რუსეთში საქართველოს გავლით კანადაში მოპარული ავტომობილები შედის. ამის შესახებ The New York Times საერთაშორისო საპოლიციო ორგანიზაციის, ინტერპოლის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, კანადის პოლიციის მონაცემებით, კონტრაბანდისტებს მოპარული კანადური ავტომობილები რუსეთში ხშირად არაბთა გაერთიანებული საემიროების გავლით გადაჰყავთ. ოფიციალურმა პირებმა, ასევე, დაადგინეს მარშრუტები საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ლიეტუვის გავლით.
ინტერპოლის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთში, დაახლოებით, 5000 მოპარული კანადური ავტომობილი კონტრაბანდულად შეიყვანეს. კერძოდ, ინტერპოლმა 4798 შეტყობინება მიიღო, რომ 2024 წლის თებერვლიდან 2026 წლის ივლისამდე რუსეთში მოპარული კანადური ავტომობილები იქნა ნაპოვნი. განაგრძე კითხვა
