საპროტესტო აქციაზე კამერის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი თავისუფალია.
ფრიდონ ბუბუტეიშვილი 2024 წლის 9 მაისს დააკავეს. მას მოსამართლე ზვიად შარაძემ 2025 წლის 20 იანვარს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბუბუტეიშვილს ბრალად ედებოდა ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი – 187-ე მუხლის პირველი ნაწილი – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია [ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა] და 353-ე პრიმა – თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელზე [ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა]. ჭიშკრის დაზიანებამ 500-ლარიანი ზარალი გამოიწვია. პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა.
