2026 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთები მცირედით გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ივლისში საშუალოდ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.47%-ს შეადგენდა, ივნისში კი 13.06%-ს.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 15.23%-დან 15.66%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 9.20%-დან 9.16%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაიაფდა თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი, გაძვირდა მხოლოდ არაუზრუნველყოფილი სესხები.
