Wednesday, August 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურორის თქმით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის დაცვის თანამშრომელმა ვერ გაიხსენა, ჰყავდა თუ არა ნანახი რომეო მიქაუტაძე

August 26, 2026
პროკურორის თქმით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის დაცვის თანამშრომელმა ვერ გაიხსენა, ჰყავდა თუ არა ნანახი რომეო მიქაუტაძე

პროკურორის თქმით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის დაცვის თანამშრომელმა ვერ გაიხსენა, ჰყავდა თუ არა ნანახი რომეო მიქაუტაძე.

ამასთან, პროკურორის თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ ანდრია ლილუაშვილი ნანახი ჰყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, სასამართლოზე დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ნების შესაბამისად, სუს-ის შენობაში გარკვეული პირები  შესაძლოა ე.წ. VIP ზონიდან შესულიყვნენ.

“მოწმემ ზოგადად ისაუბრა მისი მორიგეობისა და გრაფიკის შესახებ და ბრძანა, რომ როდესაც ის მორიგე იყო, ვერ გაიხსენა, რომ რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნანახი ჰყავდა, თუმცა ჩემს მიერ მას დაესვა კითხვა, სხვა მინისტრის მოადგილე, რომელიმე თუ შეეძლო გაეხსენებინა და ვერც მსგავსი ვერ დაასახელა, რაც ბუნებრივია იმიტომ, რომ ეს ადამიანი გრიგოლ ლილუაშვილს დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში იცავდა და ყველა ვიზიტორი და ყველა ის პირი, ვინც იქნებოდა ნამყოფი გრიგოლ ლილუაშვილთან, მოწმეს ვერ ემახსოვრებოდა.

მოწმემ დაადასტურა, რომ ანდრია ლილუაშვილი ნანახი ჰყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მანვე დაადასტურა, რომ VIP ზონიდან ანუ იქიდან, საიდანაც შემოწმების გარეშე ხდებოდა ვიზიტორების ასვლა, ამ ფორმითაც ჰყავთ ანდრია ლილუაშვილი აყვანილი გრიგოლ ლილუაშვილთან. 

მოწმის ჩვენებით გაირკვა, რომ პირები, რომლებიც გრიგოლ ლილუაშვილთან მიდიოდნენ, გრიგოლ ლილუაშვილის ნების შესაბამისად შესაძლოა ასულიყვნენ ე.წ. VIP ზონიდან, სადაც არ ხდებოდა საშვის აღება, ჩხრეკა და ა.შ., შესაძლოა ასულიყვნენ პირდაპირ პროცედურების დაცვით, ეს სრულად იყო გრიგოლ ლილუაშვილზე დამოკიდებული. 

რა თქმა უნდა, მოწმემ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც გრიგოლ ლილუაშვილისგან მიიღებდნენ მითითებას, შესაძლოა პიროვნება შესულიყო სხვა შლაგბაუმიდან, არა მთავარი, ცენტრალური შესასვლელიდან ვაჟა-ფშაველასი, რაც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, შესულიყო სუს-ის უკანა შესასვლელიდან, სადაც არ ხდებოდა საშვის აღება, გაცემა, რეგისტრატურაში გატარება,” – აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი. 

ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევს პასუხობს
  • პროკურორის თქმით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის დაცვის თანამშრომელმა ვერ გაიხსენა, ჰყავდა თუ არა ნანახი რომეო მიქაუტაძე
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია აშშ-ის ვიზის მიმღებთა საყურადღებოდ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge