აშშ-მა ვიზებზე განაცხადების მიღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაჩერა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, იწყება პერსონალის გადამზადება აშშ-ს საელჩოებსა და საკონსულოებში, რის გამოც სავიზო განაცხადების მიღების გრაფიკი ამ ღონისძიებების გათვალისწინებით გაიწერება.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში არ აზუსტებენ ტრენინგების ვადებსა და დეტალებს. მათივე ცნობით, ეს პროცესი მიმართულია იმაზე, რომ დაეხმაროს საკონსულოს თანამშრომლებს გამოავლინონ ის აპლიკანტები, რომლებიც მათი აზრით, შესაძლოა გახდნენ აშშ-ს მთავრობის შეღევათებზე დამოკიდებული
მანამდე გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აპლიკანტებმა რომელთაც უკვე ჩანიშნული ჰქონდათ გასაუბრებები საელჩოებსა და საკონსულოებში, ელექტრონული ფოსტით მიიღეს შეტყობინებები, რომ მათი გასაუბრება გადაიდო და ახალი თარიღის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით ეცნობებათ.
