Thursday, August 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება – მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 

August 13, 2026
მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში მძღოლს მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად 100 ქულა ენიჭება. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ქულები აკლდება და კონკრეტულ დარღვევაზე დასაკლებ ქულათა რაოდენობა დარღვევის სიმძიმის მიხედვით განსხვავებულია.

ამასთან, მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა შემოიღეს, კონკრეტულ დარღვევებზე დასაკლებ ქულათა რაოდენობა რამდენჯერმე შეიცვალა. მათ შორის, 2026 წელს გამკაცრდა სანქციები უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის, სიჩქარის გადაჭარბების, მობილური ტელეფონით სარგებლობის, მანევრირების წესების დარღვევის, ტროტუარზე მოძრაობისა და ავტობუსის ზოლში მოძრაობის შემთხვევაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, დღეს მოქმედი წესით, რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება მძღოლს.

ამრიგად, ყველაზე გავრცელებულ და მნიშვნელოვან დარღვევებზე ქულები ასე ნაწილდება:

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა – 10 ქულა;

სიჩქარის დადგენილი ზღვრის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ით გადაჭარბება – 10 ქულა;

სიჩქარის დადგენილი ზღვრის 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება – 20 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა – 15 ქულა;

მანევრირების წესების დარღვევა – 20 ქულა;

სატრანსპორტო საშუალებით ტროტუარზე მოძრაობა – 30 ქულა;

ავტობუსის ზოლში მოძრაობა – 15 ქულა, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში — 30 ქულა;

საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილ ავტობუსის ზოლში მოძრაობა – 20 ქულა, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში — 30 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 30 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლზე შემოწმებისთვის თავის არიდება – 40 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში – 40 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც დასაშვებ ზღვარზე მეტად აბინძურებს გარემოს – 10 ქულა;

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება, ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 25 ქულა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქართული ოცნების ლიდერებმა სუხიშვილებზე გაკეთებული განცხადებების გამო ჩვენს ეროვნულ სიამაყეს ბოდიში უნდა მოუხადონ” – რას წერს ეკა გიგაური
  • გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული მძღოლი ქობულეთის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება
  • “ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და მიუღებელი მხოლოდ უკრაინის მოვლენების შემდეგ ხდება, ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?” – რას წერს სოციალურ ქსელში ლევან მაჭავარიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge