Wednesday, August 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ევროკავშირის ანგარიში ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი…” – გრიგოლ გეგელია

August 12, 2026
“ევროკავშირის ანგარიში ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი…” – გრიგოლ გეგელია

“ეს არის ანგარიში, რომელიც უკვე პრაქტიკულად ღიად და ფორმალურად ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და არაფერი თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი და რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა არის დასრულებული, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ჩვენ აღარ ვართ არც მოჩვენებითი ავტორიტარიზმის ფაზაში, არამედ გადავედით უკვე სრულყოფილი დიქტატურის ფაზაში“.

„ეს არის ანგარიში, რომელიც უკვე პრაქტიკულად ღიად და ფორმალურად ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და არაფერი თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი და რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა არის დასრულებული.

ჩვენ აღარ ვართ არც მოჩვენებითი ავტორიტარიზმის ფაზაში, არამედ გადავედით უკვე სრულყოფილი დიქტატურის ფაზაში და აღარც მოჩვენებითი ევროინტეგრაციის ფაზაში, რადგანაც გადავედით სრულად შეჩერებული პროცესის მდგომარეობაში, სადაც ხელისუფლების კურსის გამო ერის არჩევანის წინააღმდეგ ევროპული ინტეგრაციის კურსი არის უბრალოდ სრულად შეჩერებული. ვიდრე ეს კურსი იქნება ადგილზე, ვიდრე არ შეიცვლება ეს რეჟიმი, არავითარი ევროპული ინტეგრაცია არც წელს, არც გაისად, არც 2030 წელს და არც არასდროს მანამ, სანამ ეს რეჟიმი მართავს საქართველოს, არავითარი ევროპული კურსი არ იარსებებს. ეს დასკვნა ამბობს ორ ძირითად რამეს: ქართული დემოკრატია სრულად არის განადგურებული, და მეორე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სრულად არის შეჩერებული.

შესაბამისად, ახლა ჯერი არის ჩვენზე, ქართველ ხალხზე და ჩვენს ჯეროვან, ღირსეულ, პრინციპულ ნაბიჯებზე, რომელმაც ეს ქვეყანა უნდა გაათავისუფლოს რუსული სახადისგან და რომელმაც უნდა აღადგინოს ეროვნული და ევროპული პრინციპები“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ინფორმაციისთვის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 2025 წლის საქართველოს ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს ასახავს, ნათქვამია, რომ „საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით“.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობასა და დისკრიმინაციის აკრძალვას, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს თაღლითობაში ადანაშაულებენ
  • “„ქართული ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას…” – რა განცხადებას აკეთებს რომან გოცირიძე
  • “აგვისტოს ბოლოს ანაკლიის აკვატორიაში Jan De Nul-ის ფლოტის კიდევ ერთი, უფრო დიდი დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვა” – რა განცხადებას აკეთებს ეკონომიკის სამინისტრო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge