შალვა ნათელაშვილი ევროკავშირისა და შტატებისგან მოითხოვს, გასცეს დაპატიმრების ორდერი და საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლდნენ ბიძინა ივანიშვილი და მის გარემოცვა.
შალვა ნათელაშვილმა დღეს ბრიფინგი გლდანში იმ ადგილას გამართა, სადაც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგ კომპანიებია განთავსებული.
ნათელაშვილის მტკიცებით, სწორედ აღნიშნული ადგილი გახდა მსოფლიო კრიმინალური ცენტრი, რადგან იქ “დარეგისტრირებულია რუსი ოლიგარქების ირანელი ტერორისტების კომპანიები მილიონების სათეთრებლად”.
900 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაცდავით აღმაშენებელმა არაბული ხალიფატი გაძევა საქართველოდან, ტირანმა ივანიშვილმა ისევ მოაბრუნა არაბები უკან, ამიტომ ჩვენ ჩვენი დიდგორი წინ გველოდება და ის უნჰდა მოვიგოთ აუცილებლად. ჩვენ ვიმყოფებით ახლაგლდანში, ივანიშვილის მიერ შექმნილ ბოროტების მორიგ ცენტრში, რომელსაც ქვია თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც თავმოყრილია ოლიგარქის კრიპტომაინინგ კომპანიები, რომლითაც ის მილიარდიან მოგებას იღებს, რასაც ის ახმარს თბილისი რასაც საჭიროებს იმ ელექტორენერგიას.
იმედია, თქვენ ახლა ხვდებით, რატომ დაიწყო 90-იანი წლები და სინათლეების გათიშვა. ამასთანავე აღნიშნული ადგილი გახდა მსოფლიო კრიმინალური ცენტრიც. აქ დარეგისტრირებულია რუსი ოლიგარქების კომპანიები მილიონების სათეთრებლად და ირანელი ტერორისტების კომპანიები, რომლებიც აფინანსებენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, რის გამოც შტატებმა დაასანქცირა აქ რეგისტრირებული კომპანია რამდენიმე დღის უკან.
ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ქვეყნებს, შტატებს, ყველა დემოკრატიულ ქვეყანას მსოფლიოში დაასანქციროს და გაყინოს საბანკო ანგარიშებზე ყველანაირი წვდომა კრიმინალური ივანიშვილის თავისუფალი, ობშორული ზონისთვის, სადაც ყველანაირი ბოროტება იხარშება. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და აშშ-ს დაიწყონ ეუთოს რეკომენდაციების რეალიზაცია, რაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ოლიგარქის, მისი კლანის წინააღმდეგ, მათ დაპატიმრებაზე ორდერის გაცემას და სპეციალურ საპოლიციო ოპერაციას, რათა იყვნენ დაკავებულნი და გადაყვანილნი საერთაშორისო ტრიბუნალზე. ეს გაათავისუფლებს მათ მიერ დაპყრობილ, ოკუპირებულ საქართველოს და რაც მთავარია, ააცილებს უდიდეს გლობალურ საფრთხეს მთელ მსოფლიოს, რაც აი აქ მზადდება ყოველწუთიერად. ეს მინდოდა მომეხსენებინა ამ დიდგორობა დღეს. ჩვენი დიდგორი , ჩვენი გამარჯვება იქნება ივანიშვილის ტირანული რეჟიმის სასწრაფოდ ჩამოშლა და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ყველა საშუალებით”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
