ვილნიუსის „ჟალგირისთან“ 2:7 წაგების შემდეგ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა. მან გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.
„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ამ წაგებაზე მთავარი პასუხისმგებელი მე ვარ.
მატჩის შემდეგ ველაპარაკე მეკარე გიორგი ლორიას და ვუთხარი, რომ მთავარ მეკარედ აღარ განვიხილავდი.
ამ წაგების შემდეგ მილიონნახევარი ადამიანი გვაგინებს, აქედან ერთი პროცენტი სტადიონზე რომ მოდიოდეს, სიტუაცია სხვანაირი იქნებოდა“, – აღნიშნა თემურ ქეცბაიამ
