დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის “პუშკაშ არენაზე” უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველ ოქტომბერს ეროვნულმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ “პუშკაშ არენაზე” გამართა.
შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
“სასიამოვნოა აქ დაბრუნება, იმიტომ, რომ კარგად მახსენდება ეს სტადიონი. რთულ გარემოს ველოდებით, ვიცით, რამდენად კარგი გულშემატკივრობა იციან უნგრეთში. ჯგუფში თითქმის თითოეულ გუნდს აქვს შანსი, რომ გავიდეს პირველ ადგილზე, მეორეზე. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი ჩავდოთ მოედანზე და გავაკეთოთ ის, რაც გვინდა,” – აღნიშნა კვარაცხელიამ.
