საქართველოში ანანასის იმპორტი გაიზარდა – ქვეყანაში 6 თვეში 1.3 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიდა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “BM.ge” ავრცელებს და წერს, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 1 010 ტონა ანანასი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველომ 818 ტონა ანანასი 830 ათას დოლარად შეიძინა.
გამოცემა წერს, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ერთ წელიწადში ანანასის იმპორტის ღირებულება 61.1%-ით, მოცულობა კი 23.4%-ით გაიზარდა. თუ 2025 წლის პირველ ნახევარში ერთი ტონა ანანასის იმპორტი საშუალოდ 1,015 დოლარი ღირდა, 2026 წლის იანვარ-ივნისში ამ მაჩვენებელმა 1,325 დოლარს მიაღწია. შესაბამისად, იმპორტირებული ანანასის საშუალო ფასი ერთ წელიწადში დაახლოებით 30.5%-ით გაიზარდა.
მათივე ცნობით, საქართველოსთვის ანანასის უმსხვილესი მომწოდებელი 2026 წლის პირველ ნახევარში თურქეთი იყო, საიდანაც ქვეყანაში 672 ტონა პროდუქცია, $782 ათასის ღირებულებით შემოვიდა. მეორე ადგილზე ნიდერლანდებია – 318 ტონა და $520 ათასი.
