Sunday, October 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პაატა ბურჭულაძე ციხიდან წერილს ავრცელებს

October 4, 2026
“არაფერი მაქვს თავის სამართლებელი, სწორ გზაზე ვდგავარ, ჩემს ადგილს ვხედავ რუსთაველზე ან – ციხეში, ორივე ბრძოლის ფრონტია მოღალატეების წინააღმდეგ” – პაატა ბურჭულაძე

სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის წერილი ვრცელდება, რომელშიც მსოფლიო ბანი ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოს წინ „ეროვნული კრების“ სახელით გამოცხადებულ დეკლარაციას იმეორებს. ბურჭულაძე წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ლეგიტიმაცია დაკარგა, ძალაუფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის და კვლავ ახსენებს მაშინ გაჟღერებულ მოთხოვნას – პასუხისგებაში მიეცეს ექვსი პირი: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი და ანზორ ჩუბინიძე.

“შევახსენოთ ოცნებას, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს და რატომ არის „ქართული ოცნების“ რეჟიმი არალეგიტიმური.

2025 წლის 4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია:

ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილი ეროვნულ კრებაზე, ვაცხადებთ, ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული; ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს – სახელმწიფოს, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს, ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები.
ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კენჭი ეყარა:

1. ეროვნული კრება აცხადებს, ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს!

à მიღებულია ერთხმად

2. ეროვნული კრება აცხადებს რომ ე.წ. ხელისუფლებას, 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნებისა და საერთაშორისო არ აღიარების შემდგომ, კოსნტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია!

à მიღებულია ერთხმად

3. ეროვნული კრება აცხადებს, მშვიდობიანად, გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების მშვიდობიანად დაცვას !

à მიღებულია ერთხმად

4. საქართველოს ეროვნული კრება მოითხოვს იმ ექვსი პირის პასუხისგებაში მიცემას, რომლებსაც ბრალად ედებათ, სავარაუდოდ, საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციის დარღვევაში:

ირაკლი კობახიძე

შალვა პაპუაშვილი

ანზორ ჩუბინიძე

მამუკა მდინარაძე

თეა წულუკიანი

ბიძინა ივანიშვილი

მიღებულია ერთხმად” – ნათქვამია პაატა ბურჭულაძის წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის რეალობა და სიმართლე” – რას ამბობს კახა კალაძე გიორგი დავითაძის კადრების შესახებ
  • “ეფექტი ექნება ნული. ჩალის ფასი აქვს…” – რას ამბობს კახა კალაძე ALDE Party-ის მოწოდებაზე
  • პაატა ბურჭულაძე ციხიდან წერილს ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge