Monday, August 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

August 2, 2026
სააკაშვილი ასახელებს სამ პირს, ვინც “რუსებს ხელისუფლების ასაღებად გამზადებული ჰყავდათ”

ჩათვალეთ, რომ პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები ქართველი „ოპოზიციონერები“, რომლებიც ხვდებიან, რომ პენელოპას მე უფრო შევესაბამები, მაგრამ თავის წარუმატებლობას საკუთარ თავს კი არა, მე მაბრალებენ – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, “ჩაწიხლოს და გაანადგუროს”.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციონერების რეაქციამ გაუჩინა „ოდისევსის მოგზაურობასთან“ ასოციაცია.

სააკაშვილი ვრცელ “ფეისბუქ პოსტში” საუბრობს თავის განცხადებაზე, რომელიც ბოლო სასამართლო პროცესზე გააკეთა.

ამასთან, მისი თქმით, ემზადება დიდი ცვლილებებისთვის.

“არა მხოლოდ მანდელაზე, არამედ ბრაზილიის პრეზიდენტ ლულაზეც ვისაუბრე, რომელიც პრეზიდენტობის მერე დაიჭირეს, გამოვიდა და ისევ პრეზიდენტი გახდა.

ჩემს გამოსვლას ბოლო „სასამართლოზე“, რომელიც ოპოტელევიზიებმა ძალიან ცუდად გააშუქეს, ჩემს გვერდზე უფრო მეტი ნახვა ჰქონდა ვიდრე საერთოდ ყველა ქართულ ენოვანი არხის ყველა ნიუსს და თოქ-შოუს ერთად აღებულს. ხალხის უმეტესობასაც ჩემს ამ ქარდზე მოცემულ განცხადებას ენთუზიაზმით შეხედა და აი სხვების, განსაკუთრებით ოპოზიციონერების რეაქციამ გამიჩინა ასოციაცია – „ოდისევსის მოგზაურობასთან“.

ეს წიგნი ადრეულ ბავშვობაში წავიკითხე და მაშინ თავისი ციკლოპებით, ჯადოქრებით და სირინოზებით უბრალოდ ზღაპრად აღვიქვი. ახლა კი, ვნახე ახლად გამოსული ფილმი და დავინახე ოდისევსის ღრმა ფილოსოფიური შინაარსი. ოდისევსი ბრუნდება 20 – წლიანი ხეტიალის შემდეგ, ჩუმად შემოიპარება გადაცმული ქვეყანაში, აქ კი ხვდება მისი ცოლის, პენელოპას მრავალი ხელის მთხოვნელი, რომლებიც დიდი ხანია ცდილობენ პენელოპას „დათრევას“ და მათ გეგმებში ოდისევსის გამოჩენა საერთოდ არ შედიოდა, ისინი ყველანი ერთად ესხმიან თავს ოდისევსს დიდი გააფთრებით.

ჩათვალეთ, რომ პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები ქართველი „ოპოზიციონერები“, რომლებიც ხვდებიან რომ პენელოპას მე უფრო შევესაბამები, მაგრამ თავის წარუმატებლობას საკუთარ თავს კი არა მე მაბრალებენ და ცდილობენ ჩამწიხლონ და განადგურონ. ძალიან კარგი ფილმია! ყველას გირჩევთ ნახოთ.

რაც შემეხება მე, მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის. ჩემი ამოცანაა საქართველოს განვითარების გზაზე მყარად დაბრუნება, დანგრეული განათლების და ჯანმრთელობის სისტემების, სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენა, რუსეთის დაშლიდან გამომდინარე, საფრთხეების მოგერიება და აფხაზეთის დაბრუნება და აი ამ ყველაფრისთვის მართლაც ღირს ოდისევსის დაბრუნება, თუნდაც ის ბოლოს ყველაფერ ამას შეეწიროს.

აი ასეთი ფილოსოფიური ტრაქტატი გამომივიდა”,- წერს სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge