უკრაინაში ქვეყნის ეროვნული გვარდიის მე-13 ბრიგადა „ხარტიას“ პოლკოვნიკის, უკრაინის ეროვნული გმირისა და სამხედრო მეთაურის, იგორ ობოლენსკის მკვლელობა სცადეს – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკვე დაკავებულია უშუალო თავდამსხმელი და მისი თანამზრახველი.
“იგორ ობოლენსკის ვესაუბრე. დღეს იგორზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი და მისი თანამზრახველი დააკავეს. მიმდინარეობს საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. ამის შესახებ ალექსანდრ პოკლადის [უკრაინის უსაფრთხოების სამსახური] ანგარიშიც მოვისმინე. უკრაინასა და უკრაინელ მეთაურზე თავდასხმის ამ მცდელობას აუცილებლად ვუპასუხებთ” – აცხადებს ზელენსკი.
თავდასხმის ზუსტი ადგილი, დრო და სხვა დეტალები სამხედრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
იგორ ობოლენსკი პირადად ხელმძღვანელობს ხარკოვის ოლქის დაცვას. ის უკრაინის არმიის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სამხედრო მეთაურია.
დაახლოებით 2 კვირის წინ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ობოლენსკის ქვეყნის უმაღლესი ჯილდო – უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.
