საფრანგეთში დააკავეს კაცი, რომელიც პარიზში დანით სამ ქალს დაესხა თავს. შეიარაღებული პირი პოლიციის მოსვლამდე გამვლელებმა შებოჭეს და შეაჩერეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა თქვა, რომ პორტ-დე-კლიშიში მომხდარი ინციდენტის დროს კაცი სამ ქალს – 19, 24 და 36 წლის – სამზარეულოს დანებით დაესხა თავს, რის შედეგადაც ორი მათგანი სერიოზულად დაიჭრა.
Snapchat-ზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დანებით შეიარაღებული კაცი ახალგაზრდა ქალზე თავდასხმასა და მის დაჭრას ცდილობს. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთმა გამვლელმა თავდამსხმელს ჩემოდანი ესროლა, რის შემდეგაც მან დანები დაყარა, რა დროსაც გამვლელებმა მისი მიწაზე შებოჭვა შეძლეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, თავდამსხმელი დააკავა პოლიციის ოფიცერმა, რომელიც შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
რა გახდა თავდასხმის მოტივი უცნობია. დაკავებულის იდენტიფიცირება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
