Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა

September 23, 2026
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა. ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის განმარტებით, საქმე ეხება 2026 წლის აპრილში, „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტის გამო, აფგან სადიგოვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემასა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებას.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განმარტავს, სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მიუთითეს, რომ „ფეისბუქის“ პოსტის გამო სადიგოვის დასჯამ და გაძევებამ მისი გამოხატვის თავისუფლება დაარღვია, ხოლო სასამართლო პროცესზე მისი სამართლიანი სასამართლოს უფლებაც შეიზღუდა.

„3 აპრილს სასამართლომ სადიგოვისთვის საქართველოში მოქმედი შეზღუდვები გააუქმა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. თუმცა, 4 აპრილს ის საკუთარ სახლში დააკავეს. რამდენიმე საათში სასამართლომ მას 2 000 ლარის ჯარიმა, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა შეუფარდა. იმავე ღამეს სადიგოვი აზერბაიჯანში გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მივუთითეთ კონვენციის მე-6, მე-10 და მე-18 მუხლების დარღვევაზე. ჩვენი პოზიციით, ფეისბუქის პოსტის გამო სადიგოვის დასჯამ და გაძევებამ მისი გამოხატვის თავისუფლება დაარღვია, ხოლო სასამართლო პროცესზე მისი სამართლიანი სასამართლოს უფლებაც შეიზღუდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე კვლავ განახლდა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იმავე ბრალდებებზე, რომლებზეც ადრე მისი ექსტრადიცია მოითხოვებოდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება უშუალოდ „ფეისბუქზე“ აფგან სადიგოვის მიერ დაწერილ პოსტს და რომელიც შემდგომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე წარმოების საფუძველი გახდა, სადიგოვის პოსტი ეხებოდა პოლიციის ქმედებებს მშვიდობიან აქციებზე. “სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან გაყიდონ და გათელონ ყველაფერი ხელფასისა და პოლიციის ფორმის სანაცვლოდ და ამას სიყვარულით, თავდადებითა და სიამაყით აკეთებენ“, – დაწერა სადიგოვმა „ფეისბუქში“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ჩანს ფარულად გადაღებულ კადრებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა?
  • ბოლო ერთ კვირაში საქართველოში ბენზინი 7 თეთრამდე, დიზელი 20 თეთრამდე ისევ გაძვირდა – რა ღირს საწვავი დღეს
  • უცხოური მედიის მტკიცებით, ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge