Friday, July 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის რამდენიმე მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი” – ჯეიჰუნ ბაირამოვი

July 17, 2026
“აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის რამდენიმე მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი” – ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის რამდენიმე მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ორ ქვეყანას შორის რამდენიმე მიმართულებით პირდაპირი რეისების აღდგენა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. ეს შეეხება იმ მარშრუტებს, რომლებზეც ფრენები 2024 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის სამოქალაქო თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ შეჩერდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და რუსეთს ურთიერთობებში ბოლო პერიოდში სირთულეები შეექმნათ.

“მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენმა სახელმწიფოებმა მოახერხეს ამ რთული პერიოდის გადალახვა და რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მთელი სპექტრის სრულად ნორმალიზება.განსაკუთრებით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ნორმალიზაცია შესაძლებელი გახდა ჩვენი ქვეყნების ლიდერების პირადი პოზიციის წყალობით. ურთიერთობების სრული აღდგენა სწორედ ამ ძალისხმევის წყალობით მოხდა“, – განაცხადა ბაირამოვმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და რუსეთი მეზობელი სახელმწიფოები არიან, რომლებსაც საუკუნოვანი ისტორიული, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები აერთიანებთ.

ამასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, რუს კოლეგასთან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის საკითხი განიხილა.

“გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო. აზერბაიჯანი მუდმივად ადასტურებს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპებისადმი ერთგულებას და მხარეებს დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს“, – განაცხადა ბაირამოვმა.

მისი თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება რეგიონული და საერთაშორისო საკითხების კონტექსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 81 წლის ასაკში მსახიობი ბრენდა ფრიკერი გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს
  • პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge