თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი ამოიღეს – გადაწყვეტილებას წინ ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაცია უსწრებდა.
ამ დრომდე კვლევის საგანია რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი – ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ ეს ერთგვარი პრევენციაა და რძის ნაწარმის ამოღება არ ნიშნავს იმას რომ ნოროვირუსის გავრცელების მიზეზი სწორედ რძის ნაწარმი გახდა.
სურსათის უვნებლობას, საკვების და წყლის 500-ზე მეტი ნიმუშიდან ჯერ მხოლოდ 39-ის პასუხი აქვს.
