Wednesday, July 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქუთაისის სააპელაციომ პირი, რომელიც პოლიციელებისთვის “ძაღლების” დაძახების გამო სამართალდამრღვევად იყო ცნობილი, უდანაშაულოდ ცნო – ადვოკატი

July 15, 2026
ქუთაისის სააპელაციომ პირი, რომელიც პოლიციელებისთვის “ძაღლების” დაძახების გამო სამართალდამრღვევად იყო ცნობილი, უდანაშაულოდ ცნო – ადვოკატი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხომერიკმა გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, სალიხ შაინიძის გადაწყვეტილება და პირი, რომელიც სამართალდამრღვევად იყო ცნობილი პოლიციელებისთვის “ძაღლების” დაძახების გამო, უდანაშაულოდ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს, რომელსაც აღნიშნული პირის – ბ.დ-ს ადვოკატმა, პაატა შავაძემ განუცხადა.

შავაძის თქმით, მოსამართლე ხათუნა ხომერიკი გადაწყვეტილებაში წერს, რომ არ შეიძლება პოლიციელების შეურაცხყოფად იყოს მიჩნეული მისთვის “ძაღლის” წოდება.

შავაძე ამბობს, რომ ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა და ქეისიც საინტერესოა, რადგან მსგავსი ბრალდებით ამ დრომდე ბევრი ადამიანია სამართალდამრღვევად ცნობილი.

“სულ ცოტა ხნის წინ, ბათუმში პირი მხოლოდ იმიტომ დააკავეს და ბათუმის სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ იმიტომ ცნო დამნაშავედ, რომ პოლიციელების თანდასწრებით სასქესო ორგანოზე ხელი მოიკიდა. ეს გადაწყვეტილება მაშინ აპელაციაში გავასაჩივრეთ და მოვიგეთ კიდეც. ამჯერად, ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ცნო პირი სამართალდამრღვევად, იმისთვის რომ პოლიციელებს ძაღლები უწოდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილებაც გავასაჩივრეთ და მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა მიიღო სამართლიანი და პრეცედენტული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებაში პირდაპირ დაწერა, რომ მხოლოდ სიტყვა ძაღლის წოდება ვერ ჩაითვლება პოლიციელისთვის შეურაცხყოფად და ამისთვის არ შეიძლება ადამიანი დამნაშავედ იქნას ცნობილი. სამწუხაროდ, მსგავსი ბრალდებებით ხშირია ადამიანების დამნაშავედ გამოცხადება და ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებები ძალიან მისასალმებელია” -აღნიშნა საუბრისას შავაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
  • 92 დაღუპული და 989 დაშავებული სამ თვეში – ავარიების მძიმე სტატისტიკა
  • “სახელმწიფო არის ძალიან ადეკვატური ყველა იმ გამოწვევის მიმართ, რომელიც ქვეყანაშია. ასევე ავტოსატრანსპორტო შემთხვევებთან მიმართებით” – დავით მათიკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge