ძლიერი წვიმის შედეგად ზესტაფონის რაიონის სოფლებიც დაიტბორა და მძიმე მდგომარეობა შეიქმნა.
როგორც სოფელ მეორე სვირის მაცხოვრებელი სოციალურ ქსელში წერს არსებული სისტემა ამ რაოდენობის წყალს ვერ ატარებს, რის გამო ქუჩებში ნიაღვარი დგას და წყალი ადგილ-ადგილ მილებიდანაც ასხამს.
“არსებული სისტემა ვერ ატარებს ამ რაოდენობის წყალს და სჭირდება გაფართოება” – წერს ადგილობრივი და ვიდეოს აქვეყნებს.
