Saturday, September 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შემიძლია რუსეთზეც იგივე ვთქვა. ველით ტურისტულ ნაკადებს საქართველოდან” – მარია ზახაროვა

September 19, 2026
“ქართული ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის აღიარება მოლაპარაკებების წინსვლის ვარაუდს იძლევა” – მარია ზახაროვი

ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთი მოენატრათ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ეკატერინბურგში გამართულ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის შემდეგ TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც ფორუმში ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობას გამოეხმაურა.

ქართველი ახალგაზრდების 40-კაციანმა დელეგაციამ ეკატერინბურგში რუსეთის ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ჯგუფს პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია ხელმძღვანელობდა – პოლიტიკოსი, რომელიც ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან კავშირს საჯაროდაც ადასტურებს. ფორუმში საქართველოდან 15-დან 21 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ფიფია ამტკიცებს, რომ ახალგაზრდებმა რუსეთში გამგზავრების სურვილი თავად გამოთქვეს და ფესტივალზე ვებგვერდის საშუალებით დარეგისტრირდნენ.
ზახაროვას თქმით, რუსეთში ქართველებისთვის სავიზო შეზღუდვები მოიხსნა და ამ ფაქტს “დიდი ხნის ნანატრი” უწოდა.

ვფიქრობ, საქართველოს დელეგაციას ამ პლატფორმაზე პირველად არ ხედავთ. დიახ, ჩვენ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, თუმცა ამავდროულად, სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სფეროები აქტიურად ვითარდება. და ბოლოს, ამ შემთხვევაში გამოვიყენებ სიტყვა „ალილუიას“, რადგან ეს დიდხანს ნანატრი იყო – სავიზო შეზღუდვები მოიხსნა. ის, რაც საქართველოდან მხოლოდ ცალკეული ჯგუფებისა და დელეგაციებისთვის იყო შესაძლებელი, რომლებიც ამ ფორუმზე ჩამოდიოდნენ, ახლა ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეუძლია. ჩვენ ყველას ველოდებით. ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრა“, – განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, ფესტივალის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას ესაუბრა, ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის ღია ტურისტული მარშრუტები ვითარდება“ .

“შემიძლია რუსეთზეც იგივე ვთქვა. ველით ტურისტულ ნაკადებს საქართველოდან” – განაცხადა ზახაროვამ.

„როგორ ხვდებიან იქ ჩვენებს, როგორ კარგ მომსახურებას სთავაზობენ. შემიძლია რუსეთზეც იგივე ვთქვა. ველით ტურისტულ ნაკადებს. ჩვენ ბარიერები არასდროს აღგვიმართავს მათთვის, ვინც ჩვენთან მშვიდობიანად ჩამოდიოდა. იქნებოდნენ ესენი არამეგობრული რეჟიმის მქონე ქვეყნების წარმომადგნელები, თუ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი მოკავშირეები არიან. სეგრეგაცია არასდროს ყოფილა“, – აღნიშნა ზახაროვამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი წვიმის შედეგად ზესტაფონის რაიონის სოფლებში მძიმე მდგომარეობა შეიქმნა – რა ვითარებაა ადგილზე
  • “შემიძლია რუსეთზეც იგივე ვთქვა. ველით ტურისტულ ნაკადებს საქართველოდან” – მარია ზახაროვა
  • ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა “მოთმინებით, მშვიდობიანი გზით და სწორი პრაგმატული პოლიტიკით” მიიღწევა – ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge