Wednesday, July 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აშშ-ში ჩემს წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არანაირი კავშირი აქვს…” – რას ამბობს ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი

July 15, 2026
“აშშ-ში ჩემს წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არანაირი კავშირი აქვს…” – რას ამბობს ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი

ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ – ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს, – წერს უჩა ინაძე „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს ის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, აშშ-ში ემიგრაციაში „ჩუმად გაიპარა“.

ინაძის თქმით, მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მის ურთიერთობას და პირიქით, ამბობს, რომ ამაყობს ყოფილი სამსახურით და ივანიშვილების ოჯახთან მეგობრობით.

„ყველას მოგესალმებით. როგორც იცით, მე არ ვარ სოციალურ ქსელში აქტიური და არ გამოვირჩევი სტატუსების წერით, მაგრამ მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რასაც ბოლო 3 დღეა TV ფორმულა ავრცელებს, რომ თითქოს მე გავიქეცი სამსახურიდან, დავტოვე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური და წავედი ემიგრაციაში.

ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ – ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – არანაირი კავშირი ჩემს აშშ – ში წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობასთან არ აქვს. პირიქით – მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს!“- წერს უჩა ინაძე.

რამდენიმე დღის წინ, TV ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი, უჩა ინაძე, აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა. ამავე ინფორმაციით, ფორმულას ინაძის მეზობლებმა უთხრეს, რომ ის ემიგრაციაში “ჩუმად გაიპარა”, რის შემდეგაც მის საცხოვრებელში პოლიციაც იყო მისული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
  • 92 დაღუპული და 989 დაშავებული სამ თვეში – ავარიების მძიმე სტატისტიკა
  • “სახელმწიფო არის ძალიან ადეკვატური ყველა იმ გამოწვევის მიმართ, რომელიც ქვეყანაშია. ასევე ავტოსატრანსპორტო შემთხვევებთან მიმართებით” – დავით მათიკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge