ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2645-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვენესუელის ინფორმაციის სამინისტროს ცნობით, გასულ კვირას მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 12000-ს აღწევს.
ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, ათასობით ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.
