გიგა ავალიანის საქმიდან გამოყოფილ, ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებულები – დემეტრე კასრაძე და ირაკლი სულაბერიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
დემეტრე კასრაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსით, სასჯელის ვადა 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ, 3.9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ირაკლი სულაბერიძის სასჯელის დანიშვნის სხდომა კი 24 ნოემბერს ჩაინიშნა.
