სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში – “პირველებმა” იმ პირის ვინაობა გაარკვია, ვინც პენსიონერის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს – ის 60 წლის ბიზნესმენი გელა არობელიძეა.
არსებული ინფორმაციით, არობელიძემ თავად დარეკა პოლიციაში და სამართალდამცველებს უთხრა, რომ დანაშაული ჩაიდინა.
80 წლამდე პენსიონერი ვაკეში ცოტა ხნის წინ მოკლეს – სავარაუდო დამნაშავე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ წუთებში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძეზე ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში საქმის გარჩევა მიდიოდა, რაც მკვლელობით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, პენსონერს დანა გულში აქვს ჩარტყმული.
