მოსკოვიდან სანქტ პეტერბურგამდე ბენზინგასამართ სადგურებთან კი კილომეტრიანი რიგები დგას. ბოლო 9 საათია რუსეთის დიდ ქალაქებში ნამდვილი საავტომობილო კოლაფსია შექმნილი.
მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ნიჟნი ნოვგოროდში მძღოლები იძულებულები არიან, საათობით იდგნენ რიგებში, ზოგან კი საწვავის გაცემაზე მკაცრი ლიმიტები და შეზღუდვები ამოქმედდა – ერთ მანქანაზე მხოლოდ 20 ლიტრი.
ტელეგრამ-არხები სავსეა აგრესიული დაპირისპირების კადრებით, რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს იმის გამო ეჩხუბებიან, რომ რიგში ადგილებს ვერ იყოფენ.
