ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადება – დოკუმენტში საუბარია ქვეყანაში დემოკრატიის უკანდახევის და ანტიდასავლური კურსის შესახებ.
საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას მოუწოდებენ სასწრაფო წესით გაუქმდესს ბოლო პერიოდში მიღებული სადავოდ შეფასებული კანონები, შეწყდეს ოპოზიციის დევნა და დაიწყოს ციხეებიდან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროცესი. დოკუმენტში ასევე საუბარია სამოქალაქო აქტივისტების ადმინისტრაციულის წესით დაკავებებსა და ჯარიმებზეც.
რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით და აღნიშნავს, რომ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებში გამოკვეთილია მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ამომრჩეველთა დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა.
დოკუმენტი “ოცნებას” მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისკენ, რათა მათ შეძლონ “ანგარიშსწორების შიშის გარეშე ფუნქციონირება”
რეზოლუცია ეყრდნობა ეუთოს სპეცმისიის ფარგლებში მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია ჰააგაში 4-დან 8 ივლისამდე იმართება. სწორედ ამ ყოველწლიური სესიის ფარგლებში,იგეგმება ჰააგის დეკლარაციის და მასთან ერთად საქართველოს შესახებ სპეციალური რეზოლუციის ოფიციალური დამტკიცება.
